„აგროჰაბი“ მყიდველს ისევ ატყუებს

ეს წიწიბურა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, „აგროჰაბში“ ფასდაკლებების ცალკე დახლზე დევს და დიდ ტრაფარეტზე აწერია „ფასდაკლება“, ფასი 3.50 ლარი. თუმცა, სალაროში, მყიდველს 3.50 ლარის ნაცვლად 5.65 ლარს ახდევინებენ. სახლში მისული მყიდველები როცა „ჩეკს“ ათვალიერებენ, აღმოაჩენენ, რომ უკვე მერამდენედ მოტყუვდნენ. სამწუხაროა, რომ ეს არ არის „აგროჰაბში“ ერთეული შემთხვევა და საკმაოდ ხშირად ხდება მომხმარებლის მოტყუება. სამწუხაროდ, მოტყუებული მყიდველისთვის სიტყვა „ბოდიში“ არაფერს ნიშნავს!  

მსგავსი თემები