აგვისტოს ომის გმირს, ერაყისა და ავღანეთის მისიებში მონაწილე მერაბ კობიაშვილს სამუდამო პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

გუდაურში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სს კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლები, რომელიც დაკავებულს წაუყენეს, რეალობას არ ექვემდებარება. როგორც ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, რაც მოხდა, იყო თავდაცვა და აუცილებელი მოგერიება, რაც ვიდეოკადრებიდანაც კარგად ჩანს.

“ბრალდების მხარის ვერსია მოცემულ საქმეზე აბსოლიტურად ეწინააღმდეგება რეალურ ვერსიას.  ჩვენ ვხედავდით ჩანაწერებში როგორ იცავდა თავს ბრალდებული“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

უფლებადამცველი ბრალდების მხარის მხრიდან არსებულ დარღვევებზე საუბრობს, მისივე ინფორმაციით მუხლები, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმე აღიძრა არ შეესაბამება მომხდარს. კაკაბაძეს იმედი აქვს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდება.

„მე მოვიპოვე სხვადასხვა სახის ინფორმაციები. როცა ბრალდებული ვნახე იყო სასტიკად ნაცემი, მისი მონაყოლიდან გავიგე, რომ ის თავს იცავდა, ეს დაადასტურა ვიდეოკამერის ჩანაწერებმაც. ის სახლში იარაღის ასატანად ავიდა და ის ადამიანები იქაც კი აყვნენ. დაახლოებით ხუთი ადამიანი დაესხა მას თავს,“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. კაკაბაძე  სასამართლოს მოუწოდებს, რომ არ გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია.

ადვოკატის განმარტებით კობიაშვილმა განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა.

„ამ ადამიანს კამერის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ აყენებენ დაზიანებას, ეს ყველაფერი ხდება ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან, მას თავს დაესხნენ და ჰქონდა უფლება დაეცვა თავი, ამ შემთხვევაში 108-ე და 109-ე მუხლები არის ზედმეტი,“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. მანვე განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი კანონიერად ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ  მერაბ კობიაშვილისთვის წარდგენლი ბრალი  სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.



მსგავსი თემები