“აგენტების გამოვლენა, კამერებთან კეკლუცობით არ ხდება“ – გრიგოლ ლილუაშვილი

„მთავარი არ არის დაკავება – შეიძლება მათი განეიტრალება. მთავარია, ძირგამომთხრელი საქმიანობის და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება არ მივცეთ“ – აღნიშული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გააკეთა.

მისი ინფორმაციით, აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს. როგორც ლილუაშვილი აცხადებს, აგენტების გამოვლენა კამერების წინ კეკლუცობით არ ხდება.

„რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, ამ მიმართულებით, კამერების წინ კეკლუცობით მუშაობის გაუმჯობესება არ ხდება. მთავარია, მოზომილი პოლიტიკით იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის, ისეთ პირებზე, ვინც შემჩნეულია არა მხოლოდ „რბილი ძალის“ ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში. ამ ეტაპზე, საქმის წარმოება მიმდინარეობს 169 პირზე, მათ შორის 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურები არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებსაც იყენებენ. არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც საკმაოდ სპეციფიური თემაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები