“აბსოლუტური დემაგოგია” – სიმონ ნოზაძე ევროპარლამენტარის განცხადებაზე

“ეტყობა ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და მაგაზე დაყრდნობით აცხადებს ეს პატივცემული ადამიანი”, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც ის პოლიტიკურ პატიმრებსა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, კუბილიუსის განცხადება აბსოლუტურად დემაგოგიაა.

“არსებობს ინფორმაცია, კადრები, თუ რის მიხედვით დააკავეს 20-21 ივნისს ადამიანები. როგორ შეიძლება მათი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირება. აბსოლუტურად დემაგოგიაა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. პოლიციელებზე მასობრივი ძალადობა იყო, შემოჭრის მცდელობა იყო პარლამენტში და გამოძიება ვისაც დაუმტკიცებს, სასამართლო გამოუტანს განაჩენს. არავითარი განსხვავებული აზრი არ არის აქ, ესაა ჩვეულებრივი სამართალდარღვევა. ეტყობა, ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და მაგაზე დაყრდნობით აცხადებს ეს პატივცემული ადამიანი”, – განუცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოში, გარკვეული ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან. აღნიშნული განცხადება, თბილისში მყოფმა ევროპარლამენტის წევრმა ევრონესტის მე-8 საპარლამენტო ასამბლეის სესიას ფარგლებში გააკეთა და აღნიშნა, რომ საუბარია 20-21 ივნისს დაკავებულებზე.

https://mcm.ge/ევროპარლამენტარი-პოლიტპ/

მსგავსი თემები