აჭარაში, ბიოზედამხედველობის ქსელის კონფერენცია იხსნება

აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა 24 სექტემბერს, ციხისზირში, 11:00 საათზე, გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას 8 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა ეძღვნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებასა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების წარმატებით იმპლემენტაციას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური მიდგომების საშუალებით.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ზოონოზური დაავადებების ეპიდზედამხედველობის ნაწილში  ინფორმაცია გაცვალონ; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერების მიზნით გააუმჯობესონ არსებული მონაცემები; „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომები გამოიყენონ ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სურსათის უვნებლობის საკითხების გადასაჭრელად; BNSR-ის პლატფორმა გამოიყენონ ენდემური და აღმოცენებადი დაავადებების საფრთხეებისგან თავდასაცველად.

ზემოაღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ ამოცანას ასევე წარმოადგენს ქსელის გაფართოება და თანამშრომლობის განვითარება ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: მოლდოვა, უზბეკეთი, ბელარუსი, თურქეთი და სხვ.

კასტელო მარეში“ დაგეგმილ შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR), სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელი პირები.

ასევე, ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მსოფლიოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) წარმომადგენლები და ექსპერტები ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, უზბეკეთი, ბელორუსია, თურქეთი.

 

მსგავსი თემები