აბიტურიენტმა, ვისაც ნიღბის ტარება არ შეუძლია, ცნობა უნდა წარადგინოს

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ნიღბის ტარება არ შეუძლია, ეროვნულ გამოცდაზე შესაბამისი სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს. ეს იქნება ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როცა აბიტურიენტი 2020 წელის ეროვნულ გამოცდებზე ნიღბის გარეშე დაიშვება. ყველა სხვა შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი განმარტავს, ამ შემთხვევაში, თუ დადასტურდება რომ აბიტურიენტს ჯანმრთელობის პრობლემების გამო პირბადის გამოყენება არ შეუძლია და შესაბამის ცნობას წარმოადგენენ, მათთვის ცალკე იქნება სივრცე, სადაც განთავსდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს სრულდება.

მსგავსი თემები