აბაშაში ნაპირსამაგრი სამუშაოები 380 ჰექტარ ფართობს დატბორვისგან დაიცავს

აბაშის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობითი ღონისძიებები გატარდა. ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარე აბაშის კალაპოტი, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს დაახლოებით 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 520 000 ლარია, საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

მსგავსი თემები