“ოპოზიციური ლიდერები ქმნიან ისტერიას, თითქოს დასავლეთმა მიგვატოვა” – სოფიო ხორგუანი

სოფიო ხორგუანი „ნაციონალური მოძრაობას“  ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოპოზიციური ლიდერები, მიზანმიმართულად  ქმნიან ისტერიას, თითქოს დასავლეთმა მიგვატოვა.

„ეს ისტერია დაახლოებით იგივეს გაგრძელებაა, როდესაც, აგვისტოს ომის შემდეგ,  მიხეილ სააკაშვილი პოეტ მუხრან მაჭავარიანთან შეხვედრისას განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა, რომ ჩვენ ევროპამ მიგვატოვა. ზუსტად ანალოგიური ისტერიის გაგრძელებაა ახლა რაც ხდება.  სწორედ ეს იწვევს ამ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი, ცალსახად და გარკვევით აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ არა „ნაციონალურ  მოძრაობის“ კონკრეტულ ლიდერებს, არამედ ქვეყანას. ასევე, ეს ქვეყნები ღიად აცხადებენ, ქვეყანაში სახეზეა პროგრესი და  უთითებენ, რომ განვითარება უნდა გაგრძელდეს. როცა, ასეთ დროს, მთავარი ოპოზიციური ძალა სრულ ისტერიას ქმნი, ეს მიმართულია  ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკენ, რაც ხელს აძლევს მხოლოდ ჩვენს მტერს“ – განაცხადა სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამგვარი ქმედებები და სტრატეგია ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს სჭირდება. მისი შეფასებით, ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მისაღებია და დამატებით, 23 პროპორციული მანდატი ცოტა არ არის.   

„ეს არ სჭირდება ამ ქვეყნის მოქალაქეს. მოქალაქეებს სჭირდებათ განვითარება და ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა არსებული შესაძლებლობის პრაგმატულად გამოყენება.  როდესაც არსებობს  შეთავაზება 100/50-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პირობებში, შესაძლებელია, დამატებით კიდევ 23 ადგილი მიემატოს პროპორციულ სიას. გვეძლევა შესაძლებლობა, ნელ-ნელა, თანმიმდევრულად გადავიდეთ ამ სისტემისკენ. ის, რომ ეს შესაძლებლობა დღეს არსებობს, ძალიან კარგია. მოვუწოდებ ოპოზიციურ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და საკითხს პრაგმატულად მიუდგნენ. რაც შეეხება არჩევნების  დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას, ის შესაძლებელია სრულად პროპორციული სისტემის, მაჟორიტარულისა და ასევე შერეული სისტემის პირობებშიც“ – განაცხადა სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები

3 Thoughts to ““ოპოზიციური ლიდერები ქმნიან ისტერიას, თითქოს დასავლეთმა მიგვატოვა” – სოფიო ხორგუანი”

  1. trabalho espiritual garantido

  2. pasta para polimento de marmores e granitos