“ოპოზიცია დაშლილია, ნაწილი კონსტრუქციულად მუშაობს, ნაწილი დესტრუქციულად” – “მილი მეჯლისი” 125 დეპუტატს მაჟორიტარული სისტემით ირჩევს – ექსკლუზიური ინტერვიუ

“მილი მეჯლისის” 1 სკამისთვის 8 პოლიტიკოსი იბრძვის. დღეს, აზერბაიჯანში რთული პოლიტიკური ამინდია. პოლიტიკური სუბიექტები ელოდებიან, რომ ამომრჩევლების მხრიდან მაქსიმალურ მანდატებს მიიღებენ და საკანონდებლო ორგანოში რაც შეიძლება მეტი დეპუტატით შევლენ. 125 მანდატისთვის 1000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ერთ დეპუტატის სკამი დაახლოებით 8 მსურველმა უნდა გაიყოს.      

„ჩვენ გვყავს 2 ტიპის ოპოზიცია. ერთი – ვისაც ხელისუფლებაში მშვიდად და კონსტრუქციულად მოსვლა უნდა და მეორე, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება და სურს, დესტრუქციული ქმედებებით ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება“ – აცხადებს აზერბაიჯანის „მილი მეჯლისის“ ყოფილი დეპუტატი „სახალხო ფრონტი – ძლიერი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარე კუდრატ ჰასან გულიევი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

როგორია აზერბაიჯანში საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური ოპონენტები ბრძოლის რა მეთოდებს იყენებენ, რატომ დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?! – ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, „მედიაცენტრი მთავარი“ სწორედ კუდრატ ჰასან გულიევს ესაუბრა.

კუდრატჰასან გულიევი: ჩვენს პარტიას, პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში სულ 16 კანდიდატი ჰყავს. ერთ-ერთი ვარ მე, რომელიც არჩევნებში ბაქოდან ვიყრი კენჭს.

მედიაცენტრი მთავარი“: ოპოზიციაზე გკითხავთ, ოპონირების რა მეთოდებს იყენებენ და ზოგადად როგორ იბრძვიან საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად?

კუდრატჰასან გულიევი: ოპოზიცია დაშლილია, ჩვენ არ გვყავს გაერთიანებული ოპოზიცია, ყველას საკუთარი მიზნები და ინტერესები აქვს. ისინი საკუთარი პარტიის გამარჯვებასა და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლაზე ნაკლებად ფიქრობენ. მთავარია, საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ, თუნდაც 1 დეპუტატით. ჩვენ მართალია დღეს 1 დეპუტატი გვყავს პარლამენტში, თუმცა, გვინდა მეტი შევიყვანოთ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი უცხოეთიდან ფინანსდება და სურს, დესტრუქციული ქმედებებით ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება.

მედიაცენტრი მთავარი:“ სწორედ  ეს ხომ არ გახდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა, რაც აზერბაიჯანის ისტორიაში არასდროს მომხდარა?

კუდრატჰასან გულიევი: შეიძლება გითხრათ, რომ თითქმის ასეა. ვადამდელი არჩევნების საფუძველი გახდა სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები. ამიტომ, ხელისუფლებამ, ვისთვისაც არ იყო ეს პოლიტიკური ცვლილებები თანხვედრაში, ასე გადაწყვიტა. ვადამდელმა არჩევნებმა ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, რეიტინგი აემაღლებინა. ოპოზიცია ამზადებდა რევანშს და ეს რომ არ მომხდარიყო, ხელისუფლება წავიდა ამ ნაბიჯზე და დანიშნა ვადამდელი არჩევნები.

მედიაცენტრმთავარი:“ რეიტინგის ამაღლებაში რას გულისხმობთ? ხელისუფლებამ, ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილებით მოსახლეობის გული მოიგო?

კუდრატჰასან გულიევი: ხელისუფლებამ არჩევნებამდე საკადრო პოლიტიკა გაატარა და კადრები შეამცირა. რითაც მოსახლეობის გული მოიგო და გარდა ამისა, მოიყვანა ახალგაზრდა კადრები. არჩევნებამდე 8 თვით ადრე განხორციელებულმა ამ და სხვა ცვლილებებმა დადებითი მოუტანა ხელისუფლებას.

მედიაცენტრი მთავარი:“ როცა საარჩევნო კამპანიაზე გკითხეთ, ერთადერთი უცნაურობა რაც ქალაქში შევამჩნიე, არის ის, რომ საარჩევნო განწყობა საერთოდ არ იგრძნობა. ვერსად ვნახე პლაკატები, ბილბორდები…

კუდრატჰასან გულიევი: დიახ, ასეა, აჭრელებულ ქალაქს ვერ ნახავდით. საარჩევნო კანონმდებლობით, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებზე პლაკატების გაკვრა შეუძლებელია. თუ სხვაგან უნდა პარტიის წარმომადგენელს პლაკატის გაკვრა, ამისთვის უნდა ჰქონდეს იმ შენობის მეპატრონის ვნებათა. მათ საკუთარი პლაკატის გაკვრა მხოლოდ იმ უბანში შეუძლიათ, საიდანაც მონაწილეობენ არჩევნებში. თუ, მაგალითად,  მაღაზიის ფასადზე  გააკრავენ პლაკატს, მაღაზიის მფლობელის ნებართვაა საჭიროა. ჩვენი პარტია ამ კანონის წინააღმდეგია. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამებს, 1 წამი 40 დოლარი ღირს, რაც საკმაოდ ძვირია.

მედიაცენტრი მთავარი:“ უფასო საეთერო დრო როგორ ნაწილდება?

კუდრატჰასან გულიევი: სულ 125 საარჩევნო ოლქია და თუ 60 ოლქში გეყოლება საარჩევნო კანდიდატი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებ უფასო საეთერო დროს.

მედიაცენტრი მთავარი:“ საარჩევნო კამპანია როცა ჩაატარეთ, ძირითადად რას გთხოვდათ მოსახლეობა, რა ცვლილებებს ითხოვენ და რა არის თქვენს საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი?

კუდრატჰასან გულიევი: ჩვენთან ძირითადად სოციალური პრობლემებია და მოსახლეობა მის მოგვარებას ითხოვს. დაბალია პენსია. მინიმალური პენსია 117 დოლარია, მინიმალური ხელფასი კი 147 დოლარი. ჩვენი პროგრამაა, რომ მინიმალური პენსია 300 დოლარი გახდეს, მინიმალური ხელფასი კი 500 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.  

მედიაცენტრი მთავარი:“ არჩევნებზე დიდი აქტივობა არ იგრძნობა, რატომ?

კუდრატჰასან გულიევი: დიახ, სამწუხაროდ, დიდ აქტივობას მოსახლეობის მხრიდან ვერ ვხედავ. მაქსიმუმ, 50% რომ მოვიდეს არჩევნებზე, ეს უკვე კარგ შედეგია, მინიმუმ 35%-ს ველოდები. გეტყვით, რომ სულ არჩევნებში 57 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობა, აქედან 17 პარტია უშუალოდ ბაქოში.  

მედიაცენტრი მთავარი:“ საარჩევნო სისტემაზეც გკითხავთ. იცით ალბათ ამ საკითხზე საქართველოში რა ციებ-ცხელება მიმდინარეობს. თვენთანსრულად მაჟორიტარული სისტემაა. მოსახლეობა, ოპოზიცია, არ აპროტესტებს არსებულ სისტემას?

კუდრატჰასან გულიევი: ჩვენთან  საარჩევნო სისტემა სუფთა მაჟორიტარულია. სულ გვაქვს 125 ოლქი და თითო ოლქი ერთ დეპუტატს ირჩევს. საარჩევნო სისტემა ჩვენთან 2002 წელს შეიცვალა, ადრე შერეული სისტემა გვქონდა, სადაც 100 დეპუტატს მაჟორიტარული სისტემით ირჩევდნენ, 25-ს კი პროპორციულით. პირადად ჩვენი პარტია იბრძვის, რომ ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

მედიაცენტრი მთავარი:“ საქართველოზეც გკითხავთ, რას გვეტყვით ორ ქვეყნის თანამშრომლობაზე?

კუდრატჰასან გულიევი: საქართველოსთან უერთიერთობა ჩვენი სტრატეგიაა. გეოგრაფიულად, ღმერთმა ისე გაანაწილა ტერიტორიები, რომ ჩვენ მეზობლები ვართ და ეს უნდა დავაფასოთ.

კუდრატჰასან გულიევი: თქვენს საარჩევნო პროგრამაზე რას გვეტყვით, რა არის მთავარი?

კუდრატჰასან გულიევი:  მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი სასამართლო თუ ასე იქნება, კორუფციასთან ბრძოლა ბევრად   ადვილი იქნება. შესაცვლელია საგადასახადო სისტემა, ბევრი ინვესტორი უნდა შემოვიდეს გარედან. 21%-ითაა შემცირებული უცხოური ინვესტიცია უცხოური. ამისი ერთ-ერთი ფაქტორი სასამართლოა, რის გამოც ინვესტიცია შემცირებულია. ნებისმიერ ინვესტორისთვის მისი ინვესტიცია უნდა იყოს დაცული და გარანტირებული.

P.S. შეგახსენებთ, რომ დღეს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. 125 მანდატისთვის 1000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. სულ აზერბაიჯანში 50-მდე პარტიაა. მოქმედ პარლამენტში 11 პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და  11-ვეს ბიუჯეტი აფინანსებს.

დღეს, აზერბაიჯანში იმდენად ცუდი ამინდია, თუ ამ ფაქტორს პოლიტიკური ამინდსაც დავუმატებთ, როცა მოსახლეობა აპოლიტიკურია, თუ ამომრჩევლებმა არ იაქტიურეს, არჩევნების მეორე ტურიც არ გამოირიცხება და თუ ასე მოხდა, ესეც, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, აზერბაიჯანის ისტორიაში, ისტორიული მოვლენა იქნება.

მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკა გულუა, სპეციალურადმედიაცენტრი მთავარისთვისბაქოდან.

მსგავსი თემები