დღეიდან კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება – თბილისის მერიის განცხადება

გზის რეაბილიტაციის გამო, დღეიდან თბილისში, კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კანდელაკის ქუჩაზე  გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს.

დღეს, 20:00 საათიდან 11 სექტემბრის 07:00  საათამდე კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ამ  პერიოდში დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

მსგავსი თემები