ანა გაბეჩავა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დეტალებს იხსენებს – რას წერს იუბილარი გოგონა ჩვენებაში

18 წლის გოგონა, რომლის დაბადების დღეზეც იმყოფებოდა გარდაცვლილი ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. 

როგორც ანი გაბეჩავა ამბობს, დაბადების დღეზე დაპატიჟა მეგობრები, კლასელები და უბნელები. მისი თქმით, მათ შორის თავიდანვე იყო დაძაბულობა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, კონფლიქტი აქამდე თუ განვითარდებოდა.

პირველი სისხლიანი გარჩევა იყო აგარაკის ეზოში. 18 წლის გოგონას თქმით, ახალგაზრდები ერთმანეთს ქვებით დაუპირისპირდნენ. როგორც გაბეჩავა იხსენებს, მან მეგობარი გოგონების დახმარებით გაანეიტრალა სიტუაცია და თანატოლებს სთხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ტერიტორია. ამის შემდეგ მთავრდება კონფლიქტი. გოგონები მიდიან ლისზე იმისთვის, რომ წვეულება გააგრძელონ. 

როგორც ირკვევა ანი გაბეჩავამ არაფერი იცოდა გზატკეცილზე მომხდარი კონფლიქტის მეორე ეპიზოდზე. 

“როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, უბნელები და კლასელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ვინ ვის ურტყამდა, კონკრეტულად არ დავკვირვებივარ. ვცდილობდი გაშველებას. სწორედ ამ დროს დავინახე, რომ ჩემ უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა დაარტყა მარცხენა მხარეს, შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა, საბა ჩხარტიშვილმა. წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე, ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ვინ ვინ სცემა, არ დამინახავს. თუმცა დანამდვილებით ვიცი, ძლიერად ნაცემი იყო. გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან. არ ჩარეულან და შიგნით სახლში ქეიფობდნენ. მას შემდეგ, რაც სახლში შევედით, ანერვიულებული ვიყავი, ვტიროდი. მეგობრებმა შემომთავაზეს ავსულიყავით ლისზე, ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გქგვეგრძელებინა ქეიფი. რაზეც დავთანხმდი”, – წერია ანი გაბეჩავას ჩვენებაში. 

მსგავსი თემები

5 Thoughts to “ანა გაბეჩავა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დეტალებს იხსენებს – რას წერს იუბილარი გოგონა ჩვენებაში”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. I like the valuable information you provide in your articles.

  4. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  5. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!