“მთავარი არხის” წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

საქართველოს უნივერსიტეტმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წილი შეიძინა.

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2%-იანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება გაუჩნდა.

ამჟამად “მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ნიკა გვარმაია ფლობს, კახა ანჯაფარიძე – 42%-ს, საქართველოს უნივერსიტეტი – 2%-ს, გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილი მარი ანა რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა რურუას ძმა, ბიზნესმენი გიორგი რურუა – 2.5%-ს.

მსგავსი თემები

One Thought to ““მთავარი არხის” წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა”

  1. suba suba

    UMrUSn You made some really good points there. I checked on the internet for additional information about the issue and found most individuals will go along with your views on this site.|