მეუფე და მიტროპოლიტი განკვეთის მოლოდინში – მეუფე ანდრია “მედიაცენტრ მთავარში”

„მეუფე იაკობი ახმოვანებს სუს – ის მესიჯებს და არც მალავს, რომ აქვს კომპრომატები სახელმწიფო მოხელეებზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მღვდელმონაზონმა ანდრიამ განაცხადა.

მღვდელმონაზონი ამბობს, რომ „იაკობის ლოთობა“ ეკლესიაში ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება:

„იაკობი არც მალავს, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს, როცა ასეთ ტონალობაში მღვდელმთავარი საუბრობს, ეს ეკლესია დაირღვევა, იაკობი არის ერთ – ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის. ის, რომ სვამს არ ითვლება პრობლემად, მაგრამ, რასაც ნასვამი იაკობი აცხადებს ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე, საზოგადოება დაიღალა მეუფე იაკობის სიგიჟის მოსმენით,“ – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მანვე სინოდის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა განკვეთასთან დაკავშირებით.

„როდესაც ეკლესიაში მოვედი ჩემი მოლოდინი ღმერთთან ყოფნაა, მე არ მოვსულვარ კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილების გამო, თუ ვიტყვი რომ არ მეშინია იტყვიან რა თავხედია, თუ ვიტყვი, რომ მეშინია, ესეც ღიმილისმომგვრელი იქნება მათთვის, ესენი არაპროგნოზირებადი ხალხია, სადაც მეუფე იაკობი ჰყავთ და მას სანქციებიც კი არ დაადეს, რაც გათვალისწინებულია განკვეთით, რა პროგნოზი უნდა მქონდეს.“ – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები