ბაჩანა შენგელიას, დედის, ია კერზაიას საქმე სტრასბურგში მიაქვს

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, დედის საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებს. შენგელია აპროტესტებს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, სს საქმის შეწყვეტსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქმე პოლიტზირებულია.

როგორც ბაჩანა შენგელიამ  „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, სასამართლოს ყველა ისტანციის მოვლის შემდეგ, მას გეზი სტრასბურგის სასამართლოსკე აქვს აღებული.

„თავიდანმე ვაცხადებდი, რომ ეს საქმე იყო პოლიტიზირებული. ის შეწყვეტის შესახებ. აპრილში, როცა საქმეს გავეცანი,  დავრწმუნდი, რონ  ყველა მტკიცებულება და საპროცესო მოქმედება არასწორად იყო გაკეთებული, ვიდეოკადრებიც დაგვიანებით იყო ამოღებული, განადგურებული იყო მტკიცებულებები. საქმის გამოძიება ისე დაასრულეს, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ კი დაუკითხავთ. ასევე, საგამოძიებო ორგანო არც შს მინისტრის, გიორგი გახარიას დაკითხვით დაინტერესებულა. მას შემდეგ, რაც საქმეს ყველა ისტანციეში გავასაჩივრებ, საქმე სტრასბურგში წავა“ – აღნიშნა ბაჩანა შენგელია „მედიაცენტრ მთავართან“

მეტი ინფორმაციისთვის,  გენერალურმა პროკურატურამ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

მსგავსი თემები