“არ უნდა ველოდოთ, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება.

ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობა არსებობს, ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდეს.

„არ ველოდებით ამას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. თუმცა, მე ვიცი, რომ ამან ძალიან ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება შემდეგი ზამთრისათვის, თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს ვაქცინა დედამიწის მოსახლეობისთვის, დიდი ალბათობა არსებობს იმისი, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის ჯობს, მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ

მსგავსი თემები

One Thought to ““არ უნდა ველოდოთ, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება” – პაატა იმნაძე”

  1. beste espresso machine

    This unique blog is no doubt entertaining and also amusing. I have discovered a lot of handy advices out of this source. I ad love to visit it again and again. Thanks a lot!