“ავადმყოფი იყო მძიმე, ჰქონდა კოვიდინფექცია და ბევრი თანმხლები პათოლოგია” – ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ პაციენტზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით მე-7 პაციენტის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ავადმყოფი იყო მძიმე, კრიტიკული.

„მიმდინარეობდა რეანიმაციული მხარდაჭერა. ინტენსიური თერაპია. მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან ბევრი თანმხლები პათოლოგია იყო. ასაკი 80 წელს ზემოთ. იყო ჰიპერტონული დაავადება და გულის უკმარისობა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს პირველ რიგში. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. აქ იყო დადასტურებული შემთხვევა კოვოდინფექციის, მაგრამ ამავე დროს იყო დიდი ჩამონათვალი თანხმლები დაავადებების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები

One Thought to ““ავადმყოფი იყო მძიმე, ჰქონდა კოვიდინფექცია და ბევრი თანმხლები პათოლოგია” – ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ პაციენტზე”

  1. Hello, I think your web site may be having web browser compatibility problems.
    Whenever I look at your blog in Safari, it looks
    fine but when opening in IE, it has some overlapping issues.
    I simply wanted to give you a quick heads up! Besides that, fantastic blog!