“ფილმი ჰომოსექსუალ წყვილზეა,  სკანდალი იმთავითვე იყო ჩადებული” – ლევან ჩხეიძე

ადვოკატმა და იურისტმა ლევან ჩხეიძემ ქართულ-შვედური ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ”  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფილმის გარშემო სკანდალი, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო. მისი თქმით, ფილმი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.

“მეც, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, კონსერვატიული შეხედულებები გამაჩნია. ბევრისგან განსხვავებით, ვნახე ფილმი და არ მომეწონა. ამ ფილმში ერთადერთი ყურადსაღები ისაა, რომ ჰომოსექსუალ წყვილზეა საუბარი. არანაირი მხატვრობა, რეჟისურა, კინო-მუსიკა, დრამატურგია ამ ფილმში რეალურად არაა, რითიც შეიძლება ეს ფილმი ღირშესანიშნავი იყოს. ფილმი ჰომოსექსუალ წყვილზეა და სკანდალი იმთავითვე იყო ჩადებული,” – განაცხადა ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ძალადობა გაუმართლებელია და გმობს რადიკალი ჯგუფების ქცევას: “ვგმობ რადიკალი ჯგუფის ქცევას. შეიძლება არ მოგვწონდეს ბევრი რამ, მაგრამ ძალადობა ასეთ განსხვავებულ ჯგუფებზე მიუღებელია. ძალადობა გაუმართლებელია, თუ ის არაა მიმართული საკუთარი ახლობლების, ჯანმრთელობის და საკუთრების დასაცავად. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი ძალადობა, რაც არ უნდა მაღალი მორალური მატერიებით იყოს მოტივირებული, გაუმართლებელია“.  

მსგავსი თემები