კინოთეატრებში ფილმის ”და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიწყო

კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის ”და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიწყო. მიუხედავად საკმაოდ დაძაბული აქციისა და ხალხის გაღიზიანებისა ჩვენება მაინც გაიმართა.  

აქციის მონაწილეები კინოთეატრ “ამირანში” შესვლას ცდილობენ. ადგილი აქვს დაპირისპირებებს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის.

ჯერჯერობით კინოთეატრში ყველა მაყურებელმა შესვლა ვერ მოახერხა, ისინი შენობაში შესვლას ეტაპობრივად ცდილობენ.

ცნობისთვის, ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები 19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. 

მსგავსი თემები