პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“

მსგავსი თემები

One Thought to “პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა”

  1. სოსო ნატროშვილი

    არასწორი განმარტებაა რომ პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა ახალ მთავრობას!
    რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ამით არა პარლამენტმა, არამედ მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დაკანონა ბიძინა ივანიშვილის ახალი ცვლილებები მართვის სისტემაში:
    1. ღიად გამოაცხადა რომ შექმნა პოლიციური სახელმწიფო მმართველობა!
    2. ვახტანგ გომელაური გახდა შს მინისტრი და ფაქტიურად დარჩა უშიშროების მინისტრადაც. ამით აღადგინა ვანო მერაბიშვილის დროინდელი მონსტრი!
    3. თუ მურუსიძის კლანის და კობახიძის სასამართლოში გადაყვანასაც გავითვალისწინებთ, ეს ყველაფერი იმის გარანტიაა რომ ქვეყანა ძალადობის და უსამართლობის უფსკრულშია!
    4. უცხო ქვეყნის პენსიონერი ქალის მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ, ყველაფერი ქართულის მტერის, საყდრისის ამფეთქებელის, სამხედრო საქმის აბსოლიტურად უცოდინარი, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, ივანიშვილმა გააგრძელა საქართველოს შეიარაებული ძალების მასხრად აგდება. ამით დაამტკიცა რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ ფულის კეთების საამქროა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ბოლომდე განადგურდება!
    ივანიშვილმა უკვე ყველაფერი გააკეთა რომ სრულყოფილად დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სააკაშვილისეული საქართველოს განადგურების გეგმა!
    ახლა მხოლოდ ორი საკითხია გასარკვევი:
    1. ვინ უფრო მომგებიანად გაიყიდა საქართველო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ „ქართულმა ოცნებამ“?
    2. მომავალ არჩევნებში 60 % – 40 %-ზე ამ ორი მოღალატიდან რომლის სასარგებლოდ გაიყიდება!