“ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს აშენებულა” – მამუკა ბახტაძე

“ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები ქვეყანას არასდროს ჰქონია.

„წლევანდელი ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი გავზარდეთ 20 პროცენტით, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობასა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება და აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს ვალდებულება უფრო მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით

“ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან, ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაოების მასშტაბი ასე გაიზარდა, სამინისტრომაც ძალიან დიდი საქმე გასწია, როდესაც ბევრი პროცედურული საკითხის შეცვლა დაგეგმა და განახორციელა ძალიან წარმატებით. ჩვენ სხვანაირად ვერ მივაღწევდით ამ ტემპებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს აშენებულა” – მამუკა ბახტაძე”

  1. “ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს აშენებულა” – მამუკა ბახტაძე

  2. I think what you composed made a ton of sense. But,
    what about this? what if you added a little content?
    I mean, I don’t want to tell you how to run your blog, however suppose you added a title that makes people want
    more? I mean “ბევრ რაიონსა თუ
    სოფელში შენდება გზები, რომლებიც
    არასდროს აშენებულა” –
    მამუკა ბახტაძე is kinda vanilla.
    You ought to look at Yahoo’s front page and note how they write post headlines to get people
    to click. You might try adding a video or a pic or two to grab readers excited
    about what you’ve got to say. In my opinion, it might bring your blog a little livelier.