უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.

„ირაკლი შენგელიას ცოლისძმამ, მოსამართლე ლევან თევზაძემ კანდიდატურა მოხსნა! არაერთხელ მოვუწოდე ამ ბატონებს, რომ ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი და აცილება იყო საჭირო, რაც მაშინ არ გაითვალისწინეს. თუმცა, ბოლოს, თევზაძემ საერთოდ მოხსნა კანდიდატურა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია, მაგრამ ძალიან კარგია”, – წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 13:00 საათზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის.

მსგავსი თემები