იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე არაფორმალური შეთანხმება შედგა (ვიდეო)

“ეს ხალხი, რომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული ამას ხელისუფლება აღიარებს თუ არა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ადასტურებს, რომ მოლაპარაკების მეორე ნაწილთან მიმართებაში არაფორმალური შეთანხმება შედგა, თუმცა ის თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში ჯობდა ხელისუფლებას ეღიარებინა მათი სტატუსი.

„ამ ოთხ ადამიანის გათავისუფლებაზე არაფორმალური შეთანხმება შედგა. უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას ეღიარებინა პოლიტპატიმრების არსებობა, რადგან საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებამ ადამიანები ლაპარაკის გამო ჩასვა ციხეში, მესმის არ არის მარტივი ამის აღიარება, მაგრამ ადამიანები უნდა გამოუშვას გარეთ და ეს ყველაფერს გაამარტივებს.“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები