“ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია” – რისთვის გამოიყენება სითხე, რომელიც პარლამენტში დაღვარეს?

“თუ ეს იყო “ACD ფრაქცია 2″, ის გახლავთ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი, უმეტეს ქვეყნებში აკრძალული, რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი ჩიკვაიძე ავრცელებს.

როგორც ჩიკვაიძე აცხადებს, სითხე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს, თავის დროზე შემუშავებულია რუსეთის სპეც სამსახურების მიერ, ომის დროს მათი სამხედროებისათვის.

“მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო, ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება, გამოირჩევა ჰიპერ ალერგიულობით, მძაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში (წელი არ მახსოვს) ეს პრეპარატი გაასაღეს როგორც მსხვილფეხა პირუტყვის სწრაფი ზრდის დანამატად. ასევე, ექიმბაშები იყენებენ მას როგორც ანტისიმსივნურ პრეპარატად და ისინიც კი იციან, რა მისი ჰიპერალერგიულობა და ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიკური ზეგავლენა, რეკომენდაციას უწევენ არაუმეტეს ერთ წვეთს კვირაში ერთხელ!

ამას ვწერ როგორც ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთი შემქმნელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული, ვეტ პრეპარატების რეგისტრაციის სამმართველოსი! და პასუხს ვაგებ თითოეულ აქ მოყვანილ ფაქტზე!

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის ექიმებს და ჰკითხოთ “ACD” – ს გვერდით მოვლენებზე და ჰიპერალერგიულობაზე! არის თუ არა ეს დანაშაული, რომელიც წვიმასავით მოასხეს პარლამენტში?!”- აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” იმ სითხის ფოტოს გამოაქვეყნა, რომელიც, მათი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს.

მსგავსი თემები