სოფელ ყანდაურაში, მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს პატიმრობა 2000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დაკავებულის ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ განმარტა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ის მოწმეებზე, ასევე გარშემომყოფებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნულს არ ეთანხმება ბრალდების მხარე.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. 

მოგვიანებით ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

მსგავსი თემები