კიევში დაკავებულ არალეგალ მიგრანტებს შორის, ქართველებიც არიან

კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაკავებულებს შორის არიან აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც.

პოლიციის ინფორმაციით, მათ მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს.

როგორც ცნობილია, 50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები