“ჩემთვის მიუღებელია ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება” – გიორგი გახარია

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სკანდალური შეწყალების საქმეს. 

გიორგი გახარიას თქმით, შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა.

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორ ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და  ამაზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი თემები