“ქვეყნის სიყვარულისთვის ხალხს რომ აპატიმრებდნენ, ალბათ, მარტო აქ ხდება”

20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებული ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, ხალხს ქვეყნის სიყვარულისთვის არ უნდა აპატიმრებდნენ.

„უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქვეყნის სიყვარულისთვის ხალხს რომ აპატიმრებდნენ, მარტო აქ ხდება, ალბათ“, – განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები