“ხვალ, შეხვედრაზე გაჟღერდება გადაწყვეტილება” – ბახტაძე მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე

“ხვალ დილით გვექნება შეხვედრა პარტიის ოფისში, სადაც გაჟღერდება გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

„ბუნებრივია, დღეს ეს არის საკმაოდ აქტუალური თემა, ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. უფრო მეტიც, გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ მქონდა კონსულტაციები, არამედ დღესაც გვექნება და ხვალ დილით საბოლოო პოზიცია იქნება. ჩვენ ხვალ დილითაც ვიკრიბებით. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება საუბარი კონსულტაციის შინაარსზე, აქედან გამომდინარე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები