“სინანულის ჯერია, მეუფე რომელიც იგინება, დროა, მონასტერში წავიდეს” – მღვდელ-მონაზონი

“ზედმეტად ამბიციური განცხადებები, რომელიც მღვდელმთავარს არ ეკადრება”, – ასე აფასებს მღვდელ-მონაზონი, ანდრია სარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს.

დეკანოზი მეუფე პეტრეს ნათქვამს იზიარებს და ამბობს, რომ დროა, მეუფე იაკობმა ცოდვები მოინანიოს და მონასტერში წავიდეს.

“მეუფე პეტრემ კარგი კვალიფიკაცია მისცა მეუფე იაკობს – სინანულის ჯერია, დროა მონასტერში წავიდეს. მე სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ მღვდელმთავარი, რომელიც იგინება, მინიმუმ, ბოდიშს კი არა, სინანულისთვის უნდა ემზადებოდეს”, – განაცხადა დეკანოზმა. 

დეკანოზის თქმით, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია.

“მეუფე პეტრეს, პირველ რიგში, სიმართლის ეშინია, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია. მეუფე პეტრე ამბობს, რომ გამოსწორდეს საქმე, ვიმსჯელოთ ამ თემებზე, მაგრამ ხედავთ, რომ ამ თემებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს? მეუფე ხომ არ ამბობს, გვყავდეს მაგინებელი და მაწყევარი მღვდელი. ის ამბობს, რომ სინოდმა თავის შეფასება მისცეს. ხოლო, მეუფე იაკობი კი, იგინება, ილანძღება”, – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ.

ცნობისთის, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ამ განცხადების შემდეგ, მეუფემ ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები