“ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და ლევან ვასაძე ხელმოწერებს აგროვებენ. მათი განცხადებით, ხელმოწერები, “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით გროვდება.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, ხელმოწერებს ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით აგროვებენ, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ.

„ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები, გენდერული იდენტობა და გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ლგბტ არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება. ყველა რაიონს მოვივლით და ყველა რაიონს მივაღწევთ, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ეს ღონისძიება. ჩვენი მეგობრები, მეტროსთან დგანან და აგროვებენ ხელმოწერებს და ვაპირებთ ხელმოწერების შეტანას პარლამენტში,“ – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

მსგავსი თემები