“ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი” – პრემიერი მოსახლეობას სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს,  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას.

„ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი,  რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და, შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და გამოთქვა რწმენა, რომ დაგეგმილი ნაბიჯები შესაძლებელს გახდის 2020 წლისთვის საქართველოში  C ჰეპატიტის ელიმინაციას. 

პრემიერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა. 

“აქ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასა და განკურნებულ პაციენტებთან ერთად, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ  C ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენ შევძელით, რომ ის აღარ არის სტიგმა ქართულ საზოგადოებაში. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პირველი დღიდან ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის საამაყოა, რომ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მონაწილეობდა ამ ეროვნულ პროექტში“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

მსგავსი თემები