ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 დაავადდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შეიძლება დაავადდეს. მათივე განმარტებით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და ოფიციალური სტატისტიკა უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია, ხოლო დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

მსგავსი თემები