ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა. 

ტაქსისტი ძმები ჯაბა კანკავას ღირსეული საქციელის გამო მადლობას უხდიან.

,,დიდი მადლობა კაპიტანო, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასე მძიმე წუთებში”, – წერს ნიკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტაქსი წარწერით – #მაიასთვის თბილისის ქუჩებში ცოტახნის წინ გამოჩნდა. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის სამკურნალო თანხის შეგროვებას ცდილობენ.

54 წლის მაია ქართველიშვილი ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ვერაგულ დაავადებას ებრძვის. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე 150 000 აშშ დოლარია საჭირო.

რამდენიმე დღის წინ ძმებს თანხა თბილისის “დინამოს” გუნდის წარმომადგენლებმაც ჩაურიცხეს.

მსგავსი თემები