„როდის მიხვდით, 100 მილიონი რომ მოიპარეს ქალბატონო ნათელა?“ – ლევან გოგიჩაიშვილი მინისტრობის კანდიდატს

„თვალსა და ხელს შუა, ადამიანებმა,  ჩვენს ქვეყანას 100 მილიონი ლარი მოიპარეს, როდის მიხვდით რომ ეს თანხა მოპარულია, მაშინ, პრობლემები რომ იყო თუ თავიდანვე აკონტროლებდით ამ პროცესს ?“  – ამ კითხვით,  დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას მიმართა.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დროზე უნდა იქნეს გამოძიებული თუ სად გაქრა საქართველოს ბიუჯეტიან 100 მილიონი ლარი.

„თვალსა და ხელს შუა, ადამიანებმა მოპარეს ჩვენს ქვეყანას 100 მილიონი ლარი და რას ველოდოთ ახლა ჩვენ, როდის გაიღვიძებს პრემიერ-მინისტრი და ამის შესახებ რაღაცა შეფუთულ ინფორმაციას გააცნობს ადამიანებს? 100 მილიონი ლარი არის ძალიან დიდი თანხა და ესე მარტივად ხდება ეს ამბავი ამ ქვეყანაში? ასე მარტივად იპარავენ ქალბატონო ნათელა? ეს თუ არ არის დიდი ამბავი და ასე მარტივად შეიძლება დავხუჭოთ თვალი, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.  ეს, რაც ვიცით და რაც არ ვიცით? ასე გადიან და გამოდიან ამ ქვეყანაში და ვისაც როგორ უნდა ისე აფათურებენ ხელებს საქართველოს ბიუჯეტში? მოქალაქეების იმ ფულებში, რომლისთვისაც ადამიანები ფეხზე წელს იდგამენ?“ – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას.

ამ წუთებში, მინისტრობის კანდიდატი დეპუტატთა კითხვებს პასუხობს.  

მსგავსი თემები

One Thought to “„როდის მიხვდით, 100 მილიონი რომ მოიპარეს ქალბატონო ნათელა?“ – ლევან გოგიჩაიშვილი მინისტრობის კანდიდატს”

  1. suba suba

    csdmI9 Right away I am going away to do my breakfast, later than having my breakfast coming over again to read more news.