ხულოში, არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს – დაკავებულია სამი ახალგაზრდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის, ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული სამი პირი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.- მ, ორ თანამზრახველთან – თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები