ხულოს მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ასევე დაწერა ხულოს მერის პირველმა მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მერისა და მისი მოადგილის გადადგომის მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა მელაძემ თანამდებობიდან წასვლის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძე გადადგა.

ხულოს მერის თანამდებობის დაკავებამდე, გოჩა მელაძე  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“, ჯერ უფროსი ოფიცერი, მოგვიანებით კი  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ცვლის უფროსი იყო. 2017 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე.

მსგავსი თემები