ხუთი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს

ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყვნენ მოთავსებულები თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უწყების სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამხედროები თავს კარგად გრძნობენ და მათ COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ. 

“მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს გრძნობს კარგად და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი. ასევე, პირველადი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი სამხედროს ანალიზის მასალა კორონავირუსის კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამ სამხედროს კი ანალიზი გორის ჰოსპიტალში ჩაუტარდება და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც სიცხე და არც ვირუსისასთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებათ. 

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სამხედროებს კიდევ ერთხელ ჩაუტარებს სრულ სამედიცინო კვლევებს. ყველა ანალიზის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი. 
დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი თემები

5 Thoughts to “ხუთი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს”

  1. We stumbled over here coming from a different website and thought I should check things out.
    I like what I see so now i’m following you. Look forward to looking
    over your web page again.

  2. WOW just what I was searching for. Came here by searching for g at

  3. My relatives all the time say that I am wasting my time here at net,
    however I know I am getting know-how everyday by reading such
    pleasant articles.

  4. Oh my goodness! Awesome article dude! Thank you so much, However I
    am encountering troubles with your RSS. I don’t know the reason why I can’t
    subscribe to it. Is there anybody else getting
    the same RSS problems? Anybody who knows the solution can you
    kindly respond? Thanx!!

  5. excellent issues altogether, you just gained a new
    reader. What may you suggest in regards to your post that you simply made some days
    in the past? Any certain?