“ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ არც იცოდით” – ბოკერია უმრავლესობას

“პატივცემულ უმრავლესობას დისკუსია იმისკენ მიჰყავს, რომ მთავრობა სწორად მუშაობს, მაგრამ ჩვენ არ გეთანხმებით, რომ მთავრობა კარგად მუშაობს”, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მიუღებელია შეზღუდვა, რომელიც ავტომობილში შეზღუდვებს გულისხმობს, ასევე მიუღებელია ბიზნესების შერჩევით დახურვა.

ბოკერიამ უმრავლესობის წევრების კითხვით მიმართ, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერით საკუთარ როლზე უარს რატომ ამბობენ.

„საგანგებო მდგომარეობა არ დაარქვათ-მეთქი, მე ეგ შემოგთავზეთ. დაარქვით „ჯანდაცვის სპეციალური ზომები“. მომიზეზებული რომ გაქვთ, საგანგებო მდგომარეობა რაღაცებს იწვევს სხვასო. სხვა სახელი დაარქვით და პარლამენტის როლი დატოვეთ. თუ დასახურია რამე, თქვენი აზრით, თქვენს ხელშია მაინც და რატო ამბობთ თქვენს ფუნქციაზე უარს? ერთ მაგალითს მოგიყვანთ. შეიძლება, ზოგიერთ თქვენგანს ილუზია აქვს, რომ ჩვენ მაინც ცალკე გვეტყვის მთავრობა და ჩვენი წონა გვაქვსო, მე არ ვიცი ვის აქვს ეს ილუზია. ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ რომ არც იცოდით? ხომ გეწყინათ მართლა? მესმის თქვენი. თალაკვაძეს რომ უთხრა და ალბათ, კობახიძეს, მდინარაძეს და თქვენ რომ არც გითხრეს, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი არ იყო თქვენთვის ? აღარც გინდათ, რომ გკითხონ? რა შუაშია ოპოზიციას უნდა, რომ დაგვღუპოს? და ვინ გეუბნებათ ამას? თქვენს ხელშია, ვიდრე ხალხი გადაგირჩევთ და რატომ არ გინდათ, რომ თქვენს ხელში იყოს ? ეს გამოსვლები გიშლით ნერვებს“, – მიმართა გიგა ბოკერიამ უმრავლესობას

მსგავსი თემები

One Thought to ““ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ არც იცოდით” – ბოკერია უმრავლესობას”

  1. Masks for Coronavirus

    Thanks, I ave recently been searching for information about this topic for ages and yours is the best I have found so far.