ხმობადი ფიჭვების ფოტოები მოსახლეობამ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს

თბილისში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოიჭრება 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარული ჭრები 28 იანვრიდან პირველ ეტაპზე, ცენტრალურ უბნებში – კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე ჩატარდება. ამის შემდეგ, ჭრები მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

 

მსგავსი თემები