ხვალ, ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. პრეზიდენტს ირჩევს

25 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. აფხაზეთის გარდა, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის, საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციაშიც იხსნება.

ე.წ. არჩევნებში, დამკვირვებლის სტატუსით, რუსეთის ფედერაციის  საპარლამენტო დელეგაციებიც  გეგმავენ ჩასვლას. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რაულ ხაჯიმბაა.

„არჩევნებთან“ დაკავშირებით, 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, „მედია ცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გაკეთდება.   

მსგავსი თემები