“ხვალ ვისმჯელებთ, როგორ გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას, თუ ისინი არ მისდევენ თავიანთ დანაპირებს” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა მწვანეების ჯგუფიდან, ივანიშვილის ყოფილმა მხარდამჭერმა, ვიოლა ვონ კრამონმა განაცხადა, რომ ხვალ გაიმართება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საქართველოს მთავრობას.

“ვიმედოვნებ თქვენი ხელისუფლება ხვდება, რა საკითხებია ახლა ზღურბლზე და იმედია, სურვილი აქვთ თანმიმდევრობით მიყვნენ ევროინტეგრაციის გზას. სანქციებზე ახლა აუცილებელი არაა ლაპარაკი, თუმცა ხვალ გაიმრთება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში. განხილვის მთავარი საკითხი იქნება, თუ  როგორ უნდა  მივუდგეთ და გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას, თუ ისინი არ მისდევენ თავიანთ დანაპირებს და არ შეასრულებენ გაცემულ პირობებს.” – აცხადებს ვიოლა ვონ კრამონი.

მსგავსი თემები