ხვალ “ვახუშტის ხიდზე” მოძრაობა შეიზღუდება

“ვახუშტის ხიდის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


“10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე, “ვახუშტის ხიდის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, შეიცვლება დიდუბიდან “ვახუშტის ხიდის” გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები