“ხვალ დიდი მოცულობის ინფორმაციას გაიგებთ” – გია ვოლსკი

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე განცხადებას გააკეთებს.

„ვფიქრობ, ხვალ დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე”, – განაცხადა გია ვოლსკი.

კითხვაზე, დატოვებს თუ არა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკი პასუხობს:

“გარდა ამისა, არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რაც წინ გადახტომას არ ითვალისწინებს. დღეს ამ საკითხების განხილვა დავიწყეთ და სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვას დავამთავრებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები