ხვალიდან “ფორსაჟი 9”-ის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, “ფორსაჟი 9”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობა 26 აგვისტოს 23:00 საათიდან თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე აიკრძალება. ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ამასთან, რუსთაველის მეტროდან მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

უწყების ცნობით, მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლით მოხვდება რუსთაველის გამზირზე.

მსგავსი თემები