ხატია დეკანოიძე მოსამართლის თანდასწრებით იკითხება  

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. მართალია, დეკანოიძე სხდომის გასაჯაროებას ითხოვდა, თუმცა, როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, პროცესის დახურვა სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნაა.  

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შინაარსსა და კონკრეტულ ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით. შესაბამისად, კითხვები იქნება ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს. გამოკითხვის საჯაროობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არაა, რომ პროცესი დაიხუროს, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-12 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, გამოკითხვაზე, სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფება. 

მსგავსი თემები