ხანძრების შემდეგ, ავსტრალია ახალი საშიშროების წინაშე დგას

რამდენიმეთვიანი ტყის ხანძრის შემდეგ, ავსტრალიაში ძლიერი წვიმები დაიწყო. ამის გამო, ქვეყანა ახალი საშიშროების წინაშე დადგა – წყალდიდობა და მეწყერი. 

ახალ უელსსა და ვიქტორიაში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა ხანძრებისგან, 50 მილიმეტრამდე ნალექი მოვიდა. ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხანძარი მთლიანად ჩაქრეს. ამჟამად ამ ორ შტატში 80-მდე ხანძრის კერაა, ხოლო მეხმა კიდევ ორი ხანძარი წარმოშვა, რომელიც ვიქტორიის ეროვნულ პარკში გაჩნდა. 

პროგნოზის მიხედვით, ძლიერი შტორმი და წვიმები ავსტრალიის აღმოსავლეთში კვირის ბოლომდე გაგრძელდება,  თუმცა უკვე გაჩნდა ახალი საშიშროება – იმ ადგილებში, სადაც მცენარეული საფარი დაიწვა, ელიან წყალდიდობებსა და მეწყერს.

მსგავსი თემები