ხანძარმა საბერძნეთში 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ყველაზე პატარა 6 თვის ჩვილია     

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 100-მა სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო ტყის ხანძრის შედეგად, რომელიც აღმოსავლეთ საბერძნეთში, ათენის რაიონში პატარა საკურორტო ქალაქის მიმართულებით გავრცელდა. – იტყობინება “როიტერსი”.

​ხანძრის შედეგად განადგურდა სოფელი მატი, რომელიც ათენის აღმოსავლეთით, დაახლოებით 29 კმ-ში მდებარეობს.

მატი, როგორც სოფელი, აღარ არსებობს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საბერძნეთის ტელეკომპანია “Skai TV”-ს ეთერში.

რაფინის რაიონში მდებარე სოფელი ​მატი პოპულარული კურორტია, როგორც ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის. იქ განთავსებულია დასასვენებელი ბანაკები პენსიონერებისა და ბავშვებისთვის.

​საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა, დიმიტრის ცანაკოპულოსმა დღეს დილით განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 20 ადამიანამდე გაიზარდა, იმ დროისთვის დაზარალებულად სახელდებოდა 88 ზრდასრული და 16 ბავშვი.

მოგვიანებით სანაპიროს დაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაპირზე კიდევ 4 დაღუპული გამოიყვანეს. დაღუპულთა შორის ყველაზე პატარა 6 თვის ჩვილია, რომელიც ბოლის შედეგად გაიგუდა.

ხანძრის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ, ათენიდან დასავლეთით მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობას მოუწოდა დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები. გამოიცა პელოპონესის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი ორიდან ერთი, ათენი – კორინფის ავტომაგისტრალის დახურვისა და სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის ბრძანება.

ბოლის ღრუბელი ძლიერმა ქარმა, ათენის თავზე გაავრცელა, რის გამოც, დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი გადაიდო.

 

მსგავსი თემები