წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა

წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა. ის თურქეთიდან დღეს დაბრუნდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, როდესაც დედამ შვილის სიკვდილის ამბავი შეიტყო, ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

მსგავსი თემები