წყალი და საკვები – რას უნდა ვუფრთხილდეთ ზაფხულში?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ საშიშ კვების პროდუქტებზე ისაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვის, ადამიანისთვის პრობლემების შემქმნელი აღმოჩნდეს.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ წყალთან, როცა ბუნებაში გავდივართ. ბევრს ჰგონია, რომ სადაც წყაროს ნახავთ სუფთაა. სამწუხაროდ, ასე არ არის. თუ არ ვართ წყლის უსაფრთხოებასა და სისუფთავეში დარწმუნებული, არ გამოვიყენოთ. საუბარია ყველა სახის წყალზე, რაც კი არის ბუნებაში არსებობს, ეს იქნება სარეკრეაციო, დასაბანი თუ დასალევი წყალი, ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა მოვერიდოთ პატარა წალსაცავებში ბანაობას, რადგან, იქ, შეიძლება იყოს დაავადებების გამომწვევები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

გარდა წყლისა, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ზაფხულში, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი, შესაძლოა, კვების პროდუქტებიც აღმოჩნდეს. განსაკუთრებული ყურადღება კი პროდუქტის შენახვა-გამოყენებას უნდა მივაქციოთ.

„ხშირია ნაწლავური ინფექციები. როგორც წყალთან, ისე საკვებთანაც სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით, როცა ბუნებაში გავდივართ. გვახსოვდეს, რომ პროდუქტების შენახვა მაცივრის გარეშე საშიშია, რადგან შეიძლება ერთი-ორი მიკრობი ყოველთვის მოხვდეს პროდუქტში. ერთი-ორი მიკრობი არაფერს დაგვიშავებს, მაგრამ თუ ის ტემპერატურაზე მოხვდა, მაგალითად, ნებისამიერი რძის პროდუქტში, მარტივად მრავლდება. მაგალითად რძეში, მაიონეზში, არაჟანში მიკრობები უცბად გამრავლდება და რამდენიმე საათში სახიფათო ხდება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, თუ სადმე წყალი წყვეტილად მოდის ის სასმელად არ გამოვიყენოთ.

მსგავსი თემები