„წლებია, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს, ამ ადამიანებს გავრილოვმა გაახსენა?“ – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის შეფასება მე-5 კოლონასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს არ ეხებოდა, როგორც ამას, სათავისოდ „ნაციონალური მოძრობა“ იყენებს.

როგორც ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ შემთხვევაშიც, ოპონენტები, თავიანთ ხრიკს აქტიურად იყენებენ.

„ეს არის „ნაციონალების“ ჩვეული ხრიკი. მათ უნდათ, საზოგადოებაში უარყოფითი განწყობები გააჩინონ ჩვენი თანაგუნდელის, აკაკი ზოიძის მიმართ, რომელიც გამოირჩევა თავისი ჰუმანურობით და გაწონასწორებულობით. ზოიძის შეფასებები 20 ივნისს დაწყებულ პროცესებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მორაობა მე-5 კოლონის როლს ასრულებს ამ აქციებში, აქციების ორგანიზატორთა იმ ნაწილს ეხება, ვისაც ვიწრო პარტიული და არა სახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ. დანარჩენები კი უნებლიეთ თანამოაზრეებად ჩანან. წლებია საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს ამ ადამიანებს გავრილოვმა გაახსენა? მანამდე არ იცოდნენ, ახლა რომ გაიღვიძეს?!. თვითონ აქციის სახელიც კი – ანტისაოკუპაციო, ხელოვნურია და არავითარ დეოკუპაციას არ ემსახურება“ – აღნიშნა ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები